გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი და დათქმულ ვადებში შესრულება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგის მისაღწევად ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად იყოს ჩართული, რათა საბოლოოდ მაღალი სტანდარტების შესაბამისი პროექტები მივიღოთ.
