Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიას: ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი რამდენჯერ უნდა გითხრან?

მარშალ პრესი 15/09/2026
tengiz sharmanashvili

„ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ?“- ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შარმანაშვილის განცხადებით, საკითხზე მასალები უკვე წარმოდგენილია და პარტიის თავმჯდომარეს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოს წინაშე დაამტკიცოს.

„გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ, მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია. მაგრამ, ამას აკეთებს, არ აკეთებს, უკვე არც ვიცი, წარმოდგენაც აღარ მაქვს უკვე, რას აკეთებს საერთოდ.

ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის, ვთქვათ, მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქით მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.
ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის.“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ეკონომიკური ზრდა პირველი რვა თვის მონაცემებით, შეადგენს დაახლოებით 8 პროცენტს – ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელიც აისახება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე
Next: ლევან მაჭავარიანი: საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.