Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

მარშალ პრესი 14/09/2026
809373980_1468805198635394_7292138858035246959_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესათან ერთად, ხელვაჩაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
დღეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში განახლდა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს. მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, უკვე დასრულდა სოფელ ერგესა და განთიადში საბავშვო ბაღების მშებლობა და უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, პრიორიტეტი კვლავაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაძლიერებაა. წლის განმავლობაში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე – როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება, ბრალი არის ბრალი, უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის
Next: პრემიერი ოპოზიციაზე – ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.