Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს

მარშალ პრესი 14/09/2026
irakli kobakhidze

რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს.

 „ზოგადად, რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ. ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი. ზოგადად, რა შედეგებიც გვაქვს, მათ შორის, შემოსავლების მობილიზების კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი არის გუნდის მუშაობის შედეგი. ეს არის, მათ შორის ფინანსთა მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. ასეთი შეხედულება ჰქონდა ფინანსთა მინისტრს ამ ორ თანამდებობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავითვალისწინეთ მისი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
Next: პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე – როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება, ბრალი არის ბრალი, უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.