Skip to content
13/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

მარშალ პრესი 13/09/2026
shako chachanidze

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ჩაჩანიძის განცხადებით, ნაცებმა დებატის შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა, თითქოს, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვა.

,,გუშინ ტელეკომპანია „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატები დაიწყო. პირველი სტუმარი იყო განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად. მათ საზოგადოების ყველა, მათ შორის მწვავე და კრიტიკულ კითხვებს უპასუხეს და 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში მიდიოდა ეს ჩაჭიდებული საუბარი.

რა ქნეს ამ დროს ნაცებმა? დებატის შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს და ხინჯი ვერ უპოვეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო. ეჰ, სიკო, სიკო, ასე სახელს ამართლებდე, მეორე არ მინახავს.” – წერს ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში
Next: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.