Skip to content
13/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული – ლევან მაჭავარიანი

მარშალ პრესი 12/09/2026
levan machavariani

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

როგორც მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი, ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი, არასამთავრობოები, ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას და მიგრაციას, შესაბამისად, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მართული ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები ყველანაირად ეცდებიან მისი ადმინისტრაციის „გაშავებას“.

,,რამდენიმე დღის წინ ბრიუსელმა განაცხადა, რომ კანდიდატ ქვეყნებს „ეკრძალებათ“ ურთიერთობა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, ამ მესიჯის ჩაშლა, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით, „დიფ სთეითის“ აგენტურას ბრიუსელის მიღმაც დაევალა.

დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული:

* დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი – ესაა პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და უკრაინა გამოყენებულ იქნა სატელიტ სახელმწიფოდ. ამასთანავე, მხოლოდ იგი ცდილობს ამ ომის დასრულებას;
* ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი – მათ ევროპა ცივილიზაციული უფსკრულისკენ მიჰყავთ;
* ამხილა NGO ორგანიზაციები, მათ შორის, დახურა USAID და NED. ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციებს აფინანსებდნენ;
* ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას;
* ეწინააღმდეგება უკონტროლო მიგრაციას.

ჩამოთვლილთაგან, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაფერი არ ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა – ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები – ყველანაირად ეცდებიან მისი ადმინისტრაციის „გაშავებას“.” – წერს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება
Next: მიხეილ მაღლაკელიძემ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.