Skip to content
12/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მარშალ პრესი 12/09/2026
navtobi

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სტატიის თანახმად, მილსადენი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ხუთშაბათს დილით მომხდარი თავდასხმებისთანავე გაითიშა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების შედეგად არიან დაშავებულები, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.

წყაროს ცნობით, თავდასხმის შემდეგ საგანგებო და ტექნიკურმა ჯგუფებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს, გაატარეს ზომები მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაიწყეს მისი მდგომარეობის შეფასება. სამუშაოები შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დადგენილი უსაფრთხოების პროცედურებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის მიხედვით განხორციელდა.

სამინისტროს განცხადებით, ვითარების განვითარებასთან ერთად, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Post navigation

Previous: რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება
Next: ჩემი სოლიდარობა გიორგი ბარამიძეს და ნაციონალურ მოძრაობას – ნიკა გვარამია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.