Skip to content
12/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

მარშალ პრესი 11/09/2026
zaza doborjginidze

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

დობორჯგინიძე ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ახლა ისინი გიორგი ბარამიძეს ფორმალურად დაუდგებიან გვერდით, პარალელურად კი მის განცხადებას დაგმობენ.

„კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას.
ახლაც ცალყბად გამოუცხადებენ სოლიდარობას ისე, რომ მის ნათქვამს დაგმობენ. არადა, ვინმე „ქოცს“ რომ ეთქვა რამე მსგავსი, თავადვე მოითხოვდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით მის დაჭერას. ხელისუფლების შიდა პოლიტიკური მოტივი გასაგებია, მაგრამ მაშინ გაუგებარია, რისთვის ვგზავნით ბენზინს აფხაზეთში, არც ისე კარგი სიგნალია აფხაზეთისთვის მაგაზე ადამიანის დაჭერა, ბენზინი არ უშველის, თუ ოდესმე უახლეს ისტორიაზე კრიტიკული რეფლექსია არ მოხდა“, – წერს დობორჯგინიძე.

დღეს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.

Post navigation

Previous: დაკავებულია გიორგი ბარამიძე (ვიდეო)
Next: რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.