Skip to content
12/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ რომ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს

მარშალ პრესი 11/09/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა, დაივიწყონ თუ არა ტრადიციები, როგორი იქნება ცხოვრების წესი და ა.შ. თავად ევრობიუროკრატები მიიღებენ.

„რეალურად [ევრობიუროკრატები] გვეუბნებიან, რომ, თუ ევროკავშირში შევალთ, არ გვექნება სუვერენული უფლებები. გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს თქვენი ეკონომიკა, დაივიწყოთ ტრადიციები თუ არა, როგორი იქნება თქვენი ცხოვრების წესი და ა.შ., ჩვენ მივიღებთო.

ახლა იმასაც კი გვეუბნებიან, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – შეერთებულ შტატებს და მისი პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას დავუპირისპირდეთ. ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან და კონფლიქტშია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან ჯერჯერობით კიდევ სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა
Next: შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.