Skip to content
12/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში – ლევან მაჭავარიანი

მარშალ პრესი 10/09/2026
levan machavariani

ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული – ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა იცოდა იმის თაობაზე, რომ ბურჭულაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ელოდა ახალ ბრალს, ამიტომ შეეცადა სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურში გადაეყვანა.

„ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს. ამ ბინძური მეთოდებით უმოქმედიათ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან გულდასაწყვეტი არის, სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ ანალოგიურად მოქმედებს ახლა ბატონი ღარიბაშვილი და ყველაფერი ემთხვევა და ლოგიკური ჯაჭვის აგება ძალიან მარტივია. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, როდესაც ბატონმა ბურჭულაძემ ითანამშრომლა და თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. ბატონი ირაკლი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო. რაღაც ტიპის ინფორმაციამ სავარაუდოდ გაჟონა, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და თუ არ ვცდები, ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში.” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება
Next: პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.