Skip to content
13/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – მთლიანად სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია

მარშალ პრესი 10/09/2026
irakli kobakhidze23

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, იყო უამრავი პრობლემა, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით.

„აშკარად იკვეთება აქ დაკვეთილი კამპანიის ნიშნები. ეს კამპანიები მთლიანად სიყალბეზეა აგებული, მათ შორის, კამპანია, რომელიც უკავშირდება გარეჯის საკითხს. ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ასეთ საკითხებში, რომ ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ყველა აქტი ქვეყნდება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა მედიასაშუალებამ სცადა კამპანიის აგორება ასეთ თემასთან დაკავშირებით, რაც არის სახელმწიფოებრივად ძალიან მგრძნობიარე. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს მსგავსი კამპანიების დამკვეთად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ფაქტი არ აქვს, თუმცა ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი, ეს ყველამ კარგად დაინახა.

„რადგან მე კონკრეტული ფაქტი არ მაქვს, ასეთი ფაქტები შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავ უწყებებს, მე შეიძლება, უბრალოდ ვარაუდებით ვისაუბრო და ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი და ვინ გამოიყენა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა. დანარჩენი, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. ყველაზე მარტივია ლოგიკურად მსჯელობა და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანა.

ზოგადად, იმდენად მგრძნობიარე საკითხს ეხება ეს კამპანია, რომ შეიძლება ამას თავისუფლად მიეცეს სამართლებრივი განვითარება, თუმცა ეს ყველაფერი შესაბამისი ორგანოებისა და უწყებების გადასაწყვეტია,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ, უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული, თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე
Next: პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.