Skip to content
13/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან

მარშალ პრესი 10/09/2026
nikoloz metreveli

ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის აქტივისტ, თორნიკე რაზმაძეზე.

მისი თქმით, განსაკუთრებით კომიკურია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჯერ შეგნებულად ქმნის სკანდალს და შემდეგ კითხულობს, რატომ მოჰყვა მის ქმედებას რეაქცია.

„ახლა რა ხდება: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან. ამ სიუჟეტს მხოლოდ ერთი რამ აკლია ფონად – დრამატული მუსიკა და წარწერა: „სინდისის მორიგი პატიმარი“.

სცენარია ასეთია: ირაკლი კობახიძე მოიხსენიე უშვერად, მაგრამ ვითომ სიმონიანის გამო გსჯიან და მსხვერპლიც თურმე შენ ხარ. შეურაცხყოფა შენი იყო, პასუხისმგებლობა კი, ცხადია ვიღაც სხვისი უნდა იყოს. ასეთი ლოგიკის გასაგებად, ალბათ, ცალკე სახელმძღვანელოა საჭირო.

ყველაზე კომიკური ის არის, როცა ადამიანი ჯერ სკანდალს შეგნებულად ქმნის და მერე გაკვირვებული სახით კითხულობს: „რატომ მოჰყვა ამას რეაქცია?“ პასუხი რთული ნამდვილად არ არის – იმიტომ, რომ კამერის წინ გინება არც ჟურნალისტიკაა, არც პოლიტიკური სიმამაცე და არც სიტყვის თავისუფლების მწვერვალი.“ – წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას
Next: ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.