Skip to content
13/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში

მარშალ პრესი 10/09/2026
maka bochorishvili

ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

„აქამდე კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე ვსაუბრობდით, ეს ეტყობა ახალი კრიტერიუმია რომელიც სახელდება კანდიდატი ქვეყნებისთვის, ღიმილისმომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან ევროპელი ბიუროკრატები თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები დღეს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელ გლობალურ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა და ურთიერთობები ყველა იმ აქტორთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკაში.

„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა
Next: დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.