Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

მარშალ პრესი 10/09/2026
840560-78

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვეს ხაზი და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

გეკა გელაძესა და ალი ნაგიევს შორის შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: დავით ქართველიშვილი BBC-ზე: თუ ეს მედიაგიგანტი სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.