Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს

მარშალ პრესი 10/09/2026
irakli kircxalia

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კირცხალიას თქმით, ფაქტი ერთია, ამ განცხადებებმა, ამ წერილებმა გამოიწვია ის, რომ აგენტურას ერთ-ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი მისცა.

„ასეთი საკითხია, საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩვენი გუნდის წევრს, რომელიც დღეს ციხეშია. გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით. ამას გულწრფელად გეტყვით ვინაიდან, ამ არასერიოზულ ქმედებებს რაღაც სერიოზული პოლიტიკური პასუხი არ უნდა გაეცეს. არ ვთვლი, რომ ეს იყოს რაღაც სერიოზული კომენტირების თემა, მართლა რაღაც ბოროტი ზღაპრებია. ამ ბოროტ ზღაპრებს მოჰყვება შემდეგ ადამიანი, რომელმაც თავი მოიკლა. ვინ აკეთებს ამაზე კომენტარებს, ისევ ეს აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. სანამ არ დადასტურდება ვერავის დავაბრალებ, რომ ვინმესთან კავშირშია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ განცხადებებმა, ამ წერილებმა გამოიწვია ის, რომ ამ აგენტურას ერთ-ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი მისცა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული აბსურდი. რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის თემას, აქ ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი ნაწილი. საზოგადოებამ ეს ყველაფერი ვიხილეთ, აღიარებითი ჩვენებაც ვიხილეთ, ახლა ვნახეთ კიდევ განვითარებული მოვლენები კონკრეტულ კორუფციასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი. მეორე არის შემდეგ ამ ყველაფრის ირგვლივ რაღაც საკითხის პოლიტიზების, პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – “ნაცმოძრაობის” რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება პრორუსული
Next: საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.