Skip to content
10/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია სახალხო დიპლომატია

მარშალ პრესი 09/09/2026
kircxalia

დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

“ეს არის ძალიან მთავარი, ძალიან მარტივ და ძალიან მნიშვნელოვან პრინციპზე აგებული, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმები, ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია.

როდესაც პლენარული სხდომა გაიხსნა, ჩემს სიტყვაში სწორედ ამ პოლიტიკას გავუსვი ხაზი და კიდევ ერთხელ შევახსენე აგენტურას, მათ პატრონებს თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა და სად დგას ქართველი ერი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას. თუ რას ნიშნავს მშვიდობით დეოკუპაცია და თუ რას ნიშნავს ურთიერთობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, როდესაც აფხაზ და ოს და-ძმებზეა საუბარი“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ამერიკისა და ევროპის გაყოფა, MAGA-ს დაპირისპირება ევროპულ ისტებლიშმენტთან და შემდეგ იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებენ მოკავშირეები ერთმანეთისადმი ნდობას – კრემლისთვის იდეალური სტრატეგიაა
Next: ირაკლი კირცხალია – “ნაცმოძრაობის” რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება პრორუსული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.