Skip to content
09/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება

მარშალ პრესი 08/09/2026
800595758_1619853396228735_7232949774470277094_n

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი შოთა ქევხიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, გააცნეს ავტოფარეხების დემონტაჟის შემდგომ ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობები და განიხილეს სამომავლო პროექტების შესაძლო მიმართულებები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცხოვრებთა მოსაზრებებსა და საჭიროებებს. მათთან შეთანხმებით განისაზღვრება, რა ტიპის სივრცე იქნება კონკრეტული ტერიტორიისთვის ყველაზე საჭირო და ფუნქციური.

ჩვენი მიზანია, დემონტაჟის შედეგად გათავისუფლებული სივრცე თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ საზოგადოებრივ გარემოდ გარდაიქმნას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს უპასუხებს.

Post navigation

Previous: საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next: პრემიერი – ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.