Skip to content
08/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან

მარშალ პრესი 08/09/2026
victoria sparc

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გასაიდუმლოებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თაღლითობის, კორუფციული სქემებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

სტატიაზე დაყრდნობით კონგრესმენი წერს, რომ ის, რაზეც წლების წინ თავად საუბრობდა და აფრთხილებდა შესაბამის ორგანოებს, ახლა ოფიციალურად დადასტურდა.

„აუდიტორულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში, 2024 წელს უკრაინამ თაღლითობის, გაფლანგვისა და ცუდი მენეჯმენტის გამო $1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა… „შედეგად, აღარ გვაქვს სახსრები მეტი იარაღის შესაკვეთად… და არც საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა გაგვაჩნია. ეს კი უკვე სისტემატურ ხასიათს ატარებს.

რა ირონიულია. რამდენიმე წლის წინ, ორივე პარტიის ხელმძღვანელობა, კორუმპირებული მედია და უკრაინის მთავრობა თავს მესხმოდნენ და „პროკრემლისტად“ მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს მოვითხოვდი – ფულის ნაღდი სახით არ გაცემას და იარაღის პირდაპირ, შეუფერხებლად მიწოდებას ფრონტის ხაზზე.

ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელებს კი ამ საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით უწევთ”, – წერს კონგრესმენი.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა
Next: აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს – ირაკლი ჭეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.