გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალური ინსპექციებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, შესაბამისი მიმართულებების მიხედვით მიმდინარე საკითხები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა სამსახურთან მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება სფეროების მიხედვით მოხდეს; ხოლო გამოკვეთილ საკითხებზე სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციით დროული და ეფექტური რეაგირება იქნება.
