Skip to content
08/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა

მარშალ პრესი 07/09/2026
05

გამოცემა Politico იუწყება, რომ პოლონეთში უკრაინელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში 180 ასეთი ინციდენტი მოხდა, რაც 30%-იანი ზრდაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თებერვლიდან ივნისამდე პოლონელმა პროკურორებმა სასამართლოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების 283 საქმე შეიტანეს. ამ საქმეების 80%-ზე მეტ შემთხვევაში მსხვერპლი უკრაინელები იყვნენ – 2014 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს პოლონელების 51%-მა გამოხატა სიმპათია უკრაინელების მიმართ, 2026 წლის იანვრისთვის მხოლოდ 29%-მა გამოხატა ეს სიმპათია. ანტიპათია 38%-დან 43%-მდე გაიზარდა.

პოლონელები ურთიერთობების გაუარესებას ისტორიულ დავებითა (45.4%) და უკრაინელებისთვის განკუთვნილ სოციალურ შეღავათებით (36.4%) ხსნიან. მემარჯვენე პოლიტიკოსები არჩევნების წინ ამ განწყობას აქტიურად იყენებენ. ერთმა უკრაინელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში 10 წელია ცხოვრობს, გამოცემასთან ინტერვიუში აღიარა: „მეშინია საჯარო ადგილებში უკრაინულად ლაპარაკის და ვნერვიულობ ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ან სტუმრად მოდიან“.

კიდევ ერთმა უკრაინელმა განაცხადა, რომ მეზობელი მას ლიფტში თავს დაესხა და უყვირა: „დაბრუნდი უკრაინაში და აუხსენი ზელენსკის, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა“. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში ორი კაცი უკრაინელების ცემის ფაქტზე დააკავეს.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
Next: ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.