Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შათირიშვილი: „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა

მარშალ პრესი 07/09/2026
zaza shatirishvili

საინტერესოა, რომ „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გააკეთა. მისი თქმით „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება,- ამის შესახებ, ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებული ნარატივის შესაბამისად გერმანიაში არსებულ სიტუაციაში მტრის ხატად რუსეთი ყალიბდება, ხოლო მასთან „ახლო კავშირები მემარჯვენე ექსტრემისტულ, რადიკალური იდეების მქონე „AFD”-ს აქვს და ბუნებრივია, მტერთან კოლაბორაციაში მყოფი პოლიტიკური ძალის აკრძალვა, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დასაცავად, აუცილებელიც კი ხდება.“

„გამოცდილება გვასწავლის, რომ, ერთი მხრივ, როდესაც რაიმე კატასტროფა ხდება, ეპიდემია თუ პანდემია მძვინვარებს, ქვეყანა ომშია ჩართული ან ომის საფრთხის წინაშე დგას და მოსახლეობისთვის უპირველესი საფიქრალი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა თუ კეთილდღეობის უზრუნველყოფა ხდება, საზოგადოება ცდილობს ავტორიტეტი მონახოს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღებას მიანდობს, შესაბამისად, ხალხი მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნაბიჯებს უფრო მარტივად იღებს, ნაკლებ შეკითხვებს სვამს და საპროტესტო განწყობაც იკლებს. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო უხილავ თუ ხილულ მტერთან გამკლავება ხდება, მოცემულ სიტუაციაში კი მტრის ხატად რუსეთი ყალიბდება, მასთან კი, უკვე მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებული ნარატივის თანახმად, ახლო კავშირები მემარჯვენე ექსტრემისტულ, რადიკალური იდეების მქონე „AFD”-ს აქვს და ბუნებრივია, მტერთან კოლაბორაციაში მყოფი პოლიტიკური ძალის აკრძალვა, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დასაცავად, აუცილებელიც კი ხდება.“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი: სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამუდმებით თავს ესხმიან. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „AFD”-ს მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს
Next: ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.