Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება

მარშალ პრესი 07/09/2026
DAVID KARTVELISHVILI

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმება გააფორმა როტშილდების მსოფლიო ფინანსურ საკონსულტაციო დინასტიასთან, რის შედეგადაც ამბიციური მიზანი დაისახა – კავკასიის ჩვენი პატარა ქვეყანა მთელი რეგიონის მთავარ საქმიან და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცეულიყო“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, საქართველო ყალიბდება ძლიერ მოთამაშედ, რომელიც სხვა სახელმწიფოებში საკუთარი წესებით, მზა გადაწყვეტილებებითა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით შედის. „რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმება გააფორმა როტშილდების მსოფლიო ფინანსურ საკონსულტაციო დინასტიასთან, რის შედეგადაც ამბიციური მიზანი დაისახა – კავკასიის ჩვენი პატარა ქვეყანა მთელი რეგიონის მთავარ საქმიან და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცეულიყო.

მაშინ ბევრი ამ იდეას პოლიტიკურ მოდას ან ყურადღების მიპყრობის ლამაზ აბრას მიაწერდა. თუმცა, დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ლამაზი პოლიტიკური დეკლარაციების უკან პრაგმატული გათვლა იდგა, რომელსაც საქართველოს საზღვრებს გარეთაც უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები. ამ სტრატეგიის მთავარი პრაქტიკული განსახიერება უმსხვილესი ქართული ჰოლდინგის, Lion Finance Group-ის ნაბიჯები გახდა. ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, სექტემბრის დასაწყისში ღიად განაცხადა უზბეკეთსა და ყაზახეთში ადგილობრივი საბანკო ბაზრის ლიდერების ყიდვის გეგმების შესახებ, რაც განმტკიცებულია Bank of Georgia-ს აპლიკაციის წარმატებით, რომლითაც ყოველდღიურად ქვეყნის ყოველი მეოთხე მცხოვრები სარგებლობს.

ქართულმა ბიზნესმა ამ საბანკო სფეროში იმდენად წარმატებული და მიმზიდველი პროდუქტი შექმნა, რომ ახლა ამ გამოცდილებას სხვა სახელმწიფოებში ავრცელებს და იქ მხოლოდ ყველაზე მსხვილ და ძლიერ კომპანიებს ყიდულობს. ცენტრალურ აზიაში გასვლის შესახებ გაჩეჩილაძის განცხადება იმის თვალსაჩინო მაჩვენებელია, თუ როგორ იცვლის საქართველო საერთაშორისო სტატუსს. ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ გარედან შემოსულ დახმარებაზე და აღარ სთხოვს უცხოურ კომპანიებს მასთან შესვლას. Lion Finance Group-ის წარმატების წყალობით, საქართველო თვითონ ყალიბდება ძლიერ მოთამაშედ, რომელიც სხვა სახელმწიფოებში საკუთარი წესებით, მზა გადაწყვეტილებებითა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით შედის. შედეგად, რეგიონული ძალის ჰაბის შექმნის პოლიტიკური ჩანაფიქრი ჩვენ თვალწინ ისხამს ხორცს. საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნება გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად. საზღვარგარეთ საბანკო გიგანტების ყიდვის შესახებ თითოეული ასეთი განცხადება თბილისის ავტორიტეტს ამყარებს მსოფლიო ასპარეზზე და ამტკიცებს, რომ ქართულ იდეებსა და ტექნოლოგიებს უზარმაზარი ქვეყნების მასშტაბით პროცესების მართვა შეუძლია. ზოგს გაუკვირდება – „რა კავშირშია“, მაგრამ თითოეული ასეთი პროცესი სოხუმისკენ და ცხინვალისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომლის პრაქტიკულ ხორცშესხმას ჩვენ აუცილებლად ვეღირსებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილზე: ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა
Next: ზაზა შათირიშვილი: გერმანიისთვის კოალიციური მმართველობის გამწევ ძალას მსხვილი პარტიები წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის, საერთო გამოწვევად, სწორედ ახალგაზრდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.