Skip to content
07/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი სამგორის სკოლებში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დაესწრო

მარშალ პრესი 06/09/2026
55

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სამგორის რაიონში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დაესწრო. ფორმები, რომლებიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, უკვე ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მშობლებს ფორმის შეძენა როგორც ადგილზე, ასევე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე შეუძლიათ. გარდა ამისა, მისი თქმით, გათვალისწინებულია ფორმების უფასოდ გადაცემა შესაბამისი სოციალური და სხვა კრიტერიუმების მქონე მოსწავლეებისთვის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად, სამგორის სკოლებში ფორმების გაცემის პროცესს სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური დაესწრნენ.

„სამგორის სკოლებში სასკოლო ფორმების გადაცემის პროცესს დავესწარი.

ფორმების რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს ფორმის შეძენა როგორც ადგილზე, ასევე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე შეუძლიათ. შესაბამისი სოციალური და სხვა კრიტერიუმების მქონე მოსწავლეები სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ.

ფორმების გადაცემის პროცესს ჩემთან ერთად სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დაესწრნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია
Next: იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილზე: ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.