Skip to content
04/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს

მარშალ პრესი 04/09/2026
tamta megrelishvili

თამაზ ელიზბარაშვილის გაჩუმების მიზნით საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და ადგილი აქვს „შერჩევით სამართალს“ არის გზავნილი რომლის მიზანია შექმნას განწყობა, თითქოს სამართლის აღსრულების ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეებზე და მასში მონაწილე პირებზე, რაც სწორი არ არის – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება.
მისივე თქმით, აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს.

„30 აგვისტოს ღამით, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, საბოლოო სამართლებრივ შეფასებას წარდგენილი ვიდეომასალების, მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დაადგენს.

თუმცა საქმის ირგვლივ საჯაროდ ცნობილ დეტალებზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივ სივრცეში იარაღით მიბრუნებასა და ჯგუფურ მუქარას, საჭიროებს სამართლებრივ რეაგირებას, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება (ამ შემთხვევაში რესტორანში მყოფი პირების) დაცული უნდა იყოს.
შესაბამისად მომხდარის იმგვარად შეფასება, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია კანონის უპატივცემულობა ან უარეს შემთხვევაში მისი არ ცოდნაა.

საუბარი იმაზე, რომ თამაზ ელიზბარაშვილის გაჩუმების მიზნით საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და ადგილი აქვს „შერჩევით სამართალს“არის გზავნილი რომლის მიზანია შექმნას განწყობა, თითქოს სამართლის აღსრულების ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეებზე და მასში მონაწილე პირებზე რაც სწორი რაა.
ოპოზიციის მიერ ხმაურიანი და პოლიტიკურად სენსიტიური პროცესების გამოყენება არის იარაღი, რომლითაც ისინი საზოგადოებაში მათთვის სასურველი განწყობების გაძლიერებას ცდილობენ.

პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღის არსებობისა და იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს.

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილას (მაგალითად, რესტორანში) შედის პირი, რომელიც არის შეიარაღებული და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს, სახელმწიფოსთვის წარმოშობს ვალდებულებას დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და ბრალდებულის უფლებების გარანტირება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ამ საქმეშიც დარწმუნებული ვარ ეს პრინციპები დაცული იქნება.

ამ საქმის ირგვლივ პოლიტიკური სპეკულაციები შინაარს მოკლებულია რადგან წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით დღეს კანონის მიმართ დამოკიდებულება, სამართლის აღსრულების ხარისხი ძალიან მაღალია, მიკერძოება გამორიცხულია და სამართალის კანონიერი აღსრულება კონკრეტულ საქმეებსა და მასში მონაწილე პირებზე დამოკიდებული არ არის.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ
Next: მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე მას აქებს და გენიოსს უწოდებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.