Skip to content
04/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს

მარშალ პრესი 04/09/2026
davit chikhelidze

თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს ადამიანი, საკუთარ განცხადებებში და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით მძიმეა ის გარემოება, რომ მომხდარის შემდეგ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, იარაღის აღება და შემთხვევის ადგილზე დაბრუნება მოხდა.

ექსპერტის შეფასებით, ელიზბარაშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი პროკურატურის, სასამართლოსა და საზოგადოების მხრიდან სიღრმისეულ და მკაცრ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

„თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს ადამიანი, საკუთარ განცხადებებში და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

იმის ნაცვლად, რომ ადამიანს გაეცნობიერებინა საკუთარი პასუხისმგებლობა, დაეგმო აგრესია, რომელსაც თავადვე ავლენს და სიტუაცია ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცია, მან უმძიმესი და საშიში ნაბიჯი გადადგა წავიდა, აიღო იარაღი და შემთხვევის ადგილზე შეგნებულად, შურისძიების, ადამიანების მოკვლის ან სხეულის მძიმე დაზიანების მიზნით დაბრუნდა.

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები სცდება უბრალო „ემოციურ ფონზე ნათქვამ სიტყვებს“. იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს.
ელიზბარაშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტს, პროკურატურის, სასამართლოს და საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს სჭირდება სიღრმისეული და სამართლებრივად მკაცრი შეფასება, რადგან მსგავსი აგრესიული ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად
Next: ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.