Skip to content
03/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!

მარშალ პრესი 03/09/2026
nino mshvidobadze

ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში სკოლის ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ უკმაყოფილებას ეხმაურება და რამდენიმე ძირითად არგუმენტს გამოყოფს. მისი თქმით, მოსაზრება, თითქოს სკოლის ფორმა ბავშვს ინდივიდუალობას უკარგავს, მცდარია, რადგან ევროპისა და ამერიკის წამყვან სკოლებშიც უნიფორმა სავალდებულოა.

რაც შეეხება მის ხარისხზე გავრცელებულ შეფასებებს, მშვიდობაძე აღნიშნავს, რომ პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, რომელიც გამოიყენება მხოლოდ პიჯაკის სარჩულში, რადგან ის სწრაფად შრება, არ იჭმუჭნება და ინარჩუნებს ფორმას. ამასთან, წერს, რომ შარვლისა და ქვედაბოლოს სარჩული 100%-ით ბამბისაა.

მისივე თქმით, მწარმოებელ ქვეყანაზე პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან მსოფლიო ბრენდების უმეტესობაც იქ იკერება.

„აქამდე ვდუმდი, ველოდებოდი, როდის ჩამოვიდოდა, რომ ჩემი თვალით მენახა. მოდი, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სკოლაში (ნებისმიერ სკოლაში, საჯარო იქნება ეს, თუ კერძო) ფორმა აუცილებელია, თუ გვინდა სკოლა სკოლას და მოსწავლე მოსწავლეს ჰგავდეს.

საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

რაც შეეხება ხარისხს, ჯერ ერთი, პოლიესტერი კი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია 100 პროცენტით და ჩააცვით პიჯაკის შიგნით ბამბის ქსოვილი შვილს, ასე თუ გაღიზიანებთ ხელოვნური ბოჭკო. რაც შეეხება ქვედაბოლოს და შარვლის სარჩულს, ის 100 პროცენტით ბამბაა.
დავუბრუნდეთ ისევ პოლიესტირს, რატომ მაინცადამაინც ის? იმიტომ, რომ მალე შრება და პიჯაკის შემთხვევაში ეს აუცილებელია; არ იჭმუჭნება და ინარჩუნებს ფორმას, ანუ სიმყარეს და არაა მოჩაჩული.

კომპლექტში შედის პიჯაკი, ქვედაბოლო და შარვალი გოგოს შემთხვევაში, ხოლო ვაჟებისთვის – პიჯაკი და ორი შარვალი და ღირებულება ჯამში 95 ლარი.
პრეტენზია იყო მწარმოებელ ქვეყანაზეც. არადა, ნათესავმა ნიუ იორკიდან საჩუქრები რომ ჩამოგვიტანა, ყველაფერს Made In China-ო, ეწერა, იქაც, იქაც
ვიზუალურად კი, ვიზუალურად ძალიანაც რომ ლამაზია, როგორც გოგოს, ასევე – ბიჭის, განსაკუთრებით ჩვენი გერბი მომწონს. მოკლედ, დამწუნებელთა საქმე უსაქმური კაცისა და მახათის ამბავს მაგონებს და მომკალით, თუ გინდა.

დიახ, სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს. ვინმემ იკითხეთ, თქვენს შვილებს ბოლო მოდაზე ჩაცმულს რომ უშვებთ საჯარო სკოლაში, მის გვერდით სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვი თავს როგორ გრძნობს?!
ინდივიდუალიზმი კი ტანსაცმელზე რომ იყოს დამოკიდებული, დედამიწა თავის ღერძს ასცდებოდა.

მოვისმინე ისიც, არიქა, ფორმა დიდიაო; ზომა სტანდარტულია კლასების მიხედვით და თუ მაინც დიდი მოუვიდა ბავშვს, გადააკეთოთ შეგიძლიათ“- წერს ნინო მშვიდობაძე.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: თუ კი ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, მართლა მოხდა თუ არა სუიციდი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა საზოგადოებას, კანონმდებლობის ფარგლებში, გააცნობს დეტალებს
Next: თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.