Skip to content
03/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ „ქართულ ოცნებაზე“ და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული და ყველაფერზე წამსვლელი პრემიერი

მარშალ პრესი 03/09/2026
irakli lataria

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, ,,გარეჯი საქართველოა” – ს პათოსით , მანამდე იყო თავდაცვის მინისტრი და კობახიძე მდინარაძეს აბრალებს იმას, რაშიც თემატურათაც კი ვერ ექნებოდათ შეხება ვერც ახლანდელ პრემიერს და ვერც მითუმეტეს მამუკა მდინარაძეს – წერს  ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

როგორც ლატარია აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილის ,,კლანი”, ირაკლი კობახიძეს აბრალებდა ყოველთვის ნაცების წინ წამოწევას და თითქოს ნაცებზე ხელის დაფარებას, მისივე თქმით, ამას ისე ოსტატურად ახერხებდნენ, რომ საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი ამაში თითქმის დარწმუნებული იყო.

„დღეს, ძალიან ბევრ რამ გავიხსენე, ბევრი რამ აღვიდგინე მეხსიერებაში, რასაც ვგულისხმობ, სავარაუდოდ დავწერ ერთხელ ყველაფერს მაგრამ ახლა აწმყოზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო.

რამდენიმე ადგილას ამოვიკითხე, რომ ასავალ – დასავალის სტატიაში (სტატია მე არ წამიკითხავს პირადად) კობახიძე, მდინარაძეს აბრალებენ დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემას.

ტიპი ისეთი ნაგლი და უტიფარია, ესეც კი გაბედა … ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, ,,გარეჯი საქართველოა” – ს პათოსით, მანამდე იყო თავდაცვის მინისტრი და კობახიძე მდინარაძეს აბრალებს იმას, რაშიც თემატურადაც კი ვერ ექნებოდათ შეხება ვერც ახლანდელ პრემიერს და ვერც მითუმეტეს მამუკა მდინარაძეს. ეს იგივეა, ეკონომიკის მინისტრს დააბრალო პოლიციის სამმართველოში ჩადენილი რაიმე დანაშაული…

მთელი მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე და სხვისკენ თითის გაშვერაზე და ახლაც იგივეს აგრძელებს, იმის მაგივრად ბოდიში მოიხადოს და ახსნას, საიდან აქვს ამხელა ქონება მას და მის სანათესაოს….?!

ალბათ, ყველანი დამეთახმებით (მითუმეტეს ისინი, ვისაც მეტნაკლებად აქვს ინფორმაციები შიგნიდან), რომ ირაკლი ღარიბაშვილის ,,კლანი”, ირაკლი კობახიძეს აბრალებდა ყოველთვის ნაცების წინ წამოწევას და თითქოს ნაცებზე ხელის დაფარებას… ამას ისე ოსტატურად ახერხებდნენ, რომ საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი ამაში თითქმის დარწმუნებული იყო….

ფაქტებმა საერთოდ სხვა სურათი დაგვანახა, კობახიძეა ის, ვინც მართლაც ბოლომდე დაადუღა ენმ და მათი ლიდერშიპი…

რამდენი რამ მახსენდება და ბრაზთან ერთად, გულისრევის შეგრძნებაც კი მაქვს, ,,პადობნი” ვირთხობა, მე, მართლა არც კი გამიგია, ბინძურ პოლიტიკაშიც კი….
დილამდე შემიძლია ვწერო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინტერესებს, საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ნარკოტიკი როგორ შემოდიოდა 2021-2024 წლებში?

ტონობით ნარკოტიკია ამოღებული და თბილისი პატარა ქალაქია და აბა დააკვირდით, ბოლო პერიოდში გინახავთ ნარკოტიკის დამდებები სადმე?.. ნარკოტიკს ვერასოდეს გააქრობ, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ქალაქია? თუნდაც სოფლებში, ყველას ვიღაც გვყავს სადღაც და გავიკითხოთ აბა, რა ხდებოდა 2021/24 ში ნარკოტიკის დადებების მხრივ და რა ხდება ახლა?

სიმართლე თუ გინდათ, ჯარისთვის განკუთვნილ თანხების მითვისებაზე მეტად, ნარკოტიკების შემოტანის ,,ქეისი” უფრო მაინტერესებს. როგორ? საიდან? ვისი მხარდაჭერით? ვისი ,,კრიშით”?

აღნიშნულ პოსტში თუ რაიმე სიტყვასა ან/და მითითებაში ნახავთ არასწორად დასმულ საკითხს, შემიძლია გიპასუხოთ ნებისმიერს.
ამასთანავე მაინტერესებს, რატომ იყო 2021/24 წლებში, ბიძინა ივანიშვილზე წარმოუდგენლად ბინძური კამპანიები?  სწორედ მაგ პერიოდში იყო აუხსნელად და საკმაოდ მძიმე და ბინძური მეთოდებით, ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის წინააღმდეგ იერიშები.

მთელი ეს დღეებია ვაკვირდები, ვამოწმებ პროფილებს და ვისაც დღეს ღარიბაშვილის ფოტო ან/და მხარდამჭერი პოსტი აქვს, 2021/24 წლებში (90 პროცენტს მათგანი) ივანიშვილის წინააღმდეგ გიჟურ და მკაფიოდ გამოკვეთილ ზიზღს ანთხვევდა.

რა თქმა უნდა მე ბევრი რამ არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ სადაც ხელი, თვალი და ყური მიმიწვდება, სწორედ აქედან გამომდინარე ვაკეთებ ანალიზს….
ასევე არ ვიცი ვინ, რას და როგორ ფიქრობს, მაგრამ ივანიშვილი რომ არ მობრუნებულიყო პოლიტიკაში, დღეს, ყველანი ზუსტად ისე ვიქნებოდით ბოლომდე განეიტრალებულები და ნაცები იბლატავებდნენ, როგორც ეს უკვე იყო ღარიბაშვილის პრემიერობის პირველ ჯერზე.

ისევ გაგვამწარებდა ელისო კილაძე თავისი გამოგონილი ბრალდებებით, ისევ გამდიდრდებოდნენ ბობოლა ნაცები და საბოლოოდ მივიდოდით უდიდეს შეტაკებამდე.

მოკლედ, უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ: ,,ქართულ ოცნებაზე” და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული, ყველაფერზე წამსვლელი (არსანქცირებისა და უდიდესი ქონების დაგროვების სანაცვლოდ) – პრემიერი!!!

და ბოლოს, ყველაზე მეტად გულს მირევთ ისინი, ,,ქართულ ოცნებას” რომ აგინებთ და ბიძინა ივანიშვილს ვითომ აქებთ.. (ეგ სკოლა უკვე გავიარეთ, თან არაერთხელ, ამიტომ არ გამოგივათ, შანსია ნული.

ბოლომდე და ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც უღალატა ქვეყანას, გუნდს და მას, ვინც გაზარდა და კაცად აქცია! არანაირი დანდობა – წერტილი..“ – წერს ლატარია.

Post navigation

Previous: ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
Next: გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: თუ კი ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, მართლა მოხდა თუ არა სუიციდი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა საზოგადოებას, კანონმდებლობის ფარგლებში, გააცნობს დეტალებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.