Skip to content
01/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მარშალ პრესი 01/09/2026
790968485_1950957678886115_4241968381058411052_n

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა. ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მისასალმებელია. კამპანიის ფარგლებში, კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

შეხვედრებზე მთავარი ყურადღება რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო. თავის მხრივ, კანდიდატებმა ამომრჩევლებს კონკრეტული ხედვა წარუდგინეს, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივებმა საკუთარი საჭიროებები კანდიდატებს გააცნეს. ხაზი გაესვა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას. შეგახსენებთ, 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
Next: ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.