Skip to content
01/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

მარშალ პრესი 01/09/2026
rati ionatamishvili

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შანსი, დაუბრუნდებიან არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იონათამიშვილის განცხადებით, შეწყალების აღნიშნული აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღევანდელობაში ახორციელებს.

იონათამიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა განსხვავებაზე – წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში თუ რა თანხა იხარჯება ყოველთვიურად თითოეულ პატიმარზე.

„შეწყალების ეს აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. შეგახსენებთ, მხოლოდ დაბალანსებული ამნისტიის იმ კანონის საფუძველზე, რომელიც 2024 წელს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, 1,000-ზე მეტმა მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება და 7,000-ზე მეტ პრობაციონერს შეეხო. თუმცა, მისი საბოლოო ეფექტი, არასაპატიმრო სასჯელის ზომების გამოყენების შესაძლებლობის შექმნაში რეალურად კიდევ უფრო მეტი იყო.

ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პირებისგან, ვისაც 2012 წელს 24,500 პატიმარი ჰყავდა ციხეებში გამოკეტილი და ერთ პატიმარზე თვეში დამამცირებლად ცოტას – 300 ლარსაც კი არ ხარჯავდა. ცნობისთვის, ეს თანხა ერთ პატიმარზე დღეს თვეში 2,000 ლარამდეა გაზრდილი.“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო
Next: პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.