Skip to content
01/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

მარშალ პრესი 31/08/2026
irakli kircxalia

ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის ეკონომიკური კავშირი, როდესაც ეკონომიკურ გაერთიანებაში წევრიანდები, მოწყვლადი ქვეყანა არვის სჭირდება, ყველას სჭირდება ორ ფეხზე მდგარი ეკონომიკურად მყარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი ე.წ. ოპონენტები გვეუბნებიან, რომ თურმე დანგრეული ქვეყანა, დანგრეული ეკონომიკა და როცა ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი იქნება, მაშინ უნდა გაგვიღონ ევროკავშირის კარი. ფაქტია, რომ რეალობაში ეს ასე არ მოქმედებს.

ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
Next: ირაკლი კირცხალია – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.