Skip to content
30/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს

მარშალ პრესი 30/08/2026
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.“- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – ,,მარიხუანა” და ,,მეთადონი”.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე დგინდება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Post navigation

Previous: ფინეთის პრეზიდენტი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება
Next: თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.