Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი თვის ვადაში პარლამენტი ორი მოსმენით მიიღებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას შეუწყობს ხელს

მარშალ პრესი 09/07/2022
დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში განახორციელებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას ეხება.

„როგორც კი საქართველო მიიღებს შესაბამის სტატუსს, სწორედ დეპოლარიზაციის უფრო უკეთ აღმოფხვრის მიზნით, რომელსაც ერთდროულად როგორც კანდიდატის სტატუსი წაადგება აუცილებლად, ასევე კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი თვის ვადაში (ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება), დამატებით ორი მოსმენით მიიღებს კიდევ იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

2%-იანი საარჩევნო ბარიერის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი ისევ ულტიმატუმით პასუხობს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერს უპირობოდ, კონკრეტული დათქმის გარეშე დაწევს. ევროკომისიის რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერის დაწევაზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, საკუთარი ინიციატივით, მეცამეტე პუნქტის დამატებას ცდილობს.

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
Next: თამთა მეგრელიშვილი: ყველაფერი ზედაპირზე ამოტივტივდა. ამჯერად, კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.