Skip to content
29/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

მარშალ პრესი 28/08/2026
gia abashidze

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა. მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, გაათვითცნობიერეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის განცხადებით, სახელმწიფომ, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეცდომის გამოსწორების და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა. მისივე შეფასებით, „ნაცბაბლის“ ე.წ. სოლიდარობა ძალადობის ჩამდენთა მიმართ ყალბად გამოიყურება.

“ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია — სახელმწიფომ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეცდომის გამოსწორებისა და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა.

ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. იმედია, ისინი ამ შესაძლებლობას სწორად გამოიყენებენ, ჭკუას ისწავლიან და გააცნობიერებენ, რომ ქუჩის ძალადობრივ დაპირისპირებაში საკუთარი თავის აგენტოკრატიის ჭანჭიკებად ქცევა საბოლოოდ ისევ მათ აზარალებს.
თუ მათი მაგალითი სხვებსაც დააფიქრებს და ძალადობის გზაზე დამდგარ ადამიანებს საკუთარი დანაშაულის აღიარებისა და მონანიებისკენ უბიძგებს, ეს შეწყალების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.
ამ ფონზე „ნაცბაბლის“ ე.წ. სოლიდარობა ძალადობის ჩამდენთა მიმართ კიდევ უფრო ყალბად გამოიყურება. ადამიანის მიმართ ნამდვილი სოლიდარობა მისი შეცდომის გამართლებაში კი არა, მისთვის საკუთარი შეცდომის გააზრებაში, პასუხისმგებლობის აღებასა და მის აღარ გამეორებაში ხელშეწყობაში მდგომარეობს.”- წერს აბაშიძე.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა, რომელთა შორის, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებიც არიან.

Post navigation

Previous: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს
Next: მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.