Skip to content
27/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას დროს მართლა ჟურნალის რედაქტორი კი არ იყო – დავით ზურაბიშვილი

მარშალ პრესი 27/08/2026
david zurabishvili

თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას დროს მართლა ჟურნალის რედაქტორი კი არ იყო ან მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე კლერკი. ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი წერს.

მისი განცხადებით, არაფორმალურ დონეზე, ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის ძალაუფლებაზე გაცილებით მეტი იყო და ის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ზურაბიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, ახლა ახალგაზრდებს “აბოლებს”, თითქოს, წარსულში ფრილანსერი იდეალისტი იყო.

“არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის “შევედი მიშასთან და ვუთხარი” (ამ დროს “მიშასთან შესვლა” ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან “გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები”, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში,” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ამ თემაზე იხილეთ თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურება:

ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც – თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე

 

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით
Next: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც – თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.