Skip to content
26/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

მარშალ პრესი 26/08/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს. ქართველიშვილის თქმით, Dhabi Group-ის მიერ საქართველოში არსებული აქტივების გაყიდვა ბიზნესისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცესია და არა ქართული ბაზრიდან ინვესტორების გაქცევის ნიშანი.

მისივე განცხადებით, საქართველოში ახალი მსხვილი არაბული საინვესტიციო ჯგუფების შემოსვლა საპირისპიროზე მიუთითებს. „დღეს „კუპონამ“ გაახმოვანა მორიგი „არმაგედონი“. მისი განცხადებები ქვეყნიდან ინვესტორების „კატასტროფულ გაქცევასა“ და ადგილობრივი ეკონომიკის „იზოლაციაზე“ არის ცნებებით მანიპულირება, შულერობა და ელემენტარული ბიზნეს-ლოგიკის იგნორირება. Dhabi Group-ი საქართველოში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საქმიანობდა, შექმნა მწიფე, კაპიტალიზებული აქტივები (Terabank-ი და სასტუმრო Biltmore-ი) და სრულიად ბუნებრივი ბიზნეს-პროცესით დააფიქსირა მოგება – გაყიდა ისინი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ Haqinian-ზე. ეს არის „მოგების ჩაკეტვის“ სტანდარტული სტრატეგია (exit strategy) და არა „ჩაძირული გემიდან გაქცევა“: როდესაც ინვესტორი ჰყიდის თავის განვითარებულ აქტივებს პიკურ ფასებში, ეს სწორედ ქართული ბაზრის ლიკვიდურობასა და მიმზიდველობას ადასტურებს და არა მის კრახს. განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურება მცდელობა, Eagle Hills-ს „უფულო“ კომპანიის იარლიყი მიაკერონ. Emaar Properties-ის დამფუძნებლისა და „ბურჯ-ხალიფას“ მშენებლის, მუჰამედ ალაბარის კომპანიას უწოდო „ღარიბი ფირმა“ – ნიშნავს ხმამაღალი სათაურის გამო საკუთარი ეკონომიკური უმეცრების დემონსტრირებას. სწორედ ამაშია რეალობის „კუპონიზაცია“.

საამიროები საქართველოდან კი არ „მიდიან“, არამედ ახდენენ კაპიტალის როტაციას: ერთი არაბული ფონდური გიგანტი აფიქსირებს მოგებას საბანკო და სასტუმრო სექტორში, ხოლო მეორე არაბული დეველოპერული გიგანტი შემოდის მილიარდიანი ურბანული პროექტებით. ვითარების მთელი ეს „არმაგედონიზაცია“ ყალბ ნარატივზეა აგებული. Millennium-ის ბრენდი და Biltmore-ის ინფრასტრუქტურა არსად გამქრალა და აგრძელებს ფუნქციონირებას თბილისში, ხოლო მეზობელი ქვეყნებიდან კერძო კაპიტალის შემოსვლა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ნორმალური პროცესია. კომერციული უძრავი ქონების ჩვეულებრივი გადაყიდვისა და ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არ არის ანალიტიკა – ეს არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც გათვლილია მათზე, ვისაც მოგების ფიქსაცია გაკოტრებისგან ვერ გაურჩევია,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ, ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
Next: გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი – ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.