Skip to content
25/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ

მარშალ პრესი 25/08/2026
unnamed

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. 

ცესკოს ხელმძღვანელი პირები არჩევნებს ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით, აკვირდებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვას დედაქალაქის მასშტაბით დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა. 

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა არჩევნებს ადმინისტრირება 70 000-ზე მეტმა ადმინისტრატორმა, 12 000-ზე მეტ უბანზე გაუწია, შესაბამისად არჩევნებისთვის მზადების პროცესში ძალიან დიდი სამუშაო განხორციელდა. მისი თქმით, პროცესი ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხითა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობით გამოირჩეოდა.

„საარჩევნო უბნებზე დაკვირვებამ მოგვცა შესაძლებლობა, უშუალოდ გავცნობოდით კენჭისყრის ორგანიზებისა და ადმინისტრირების პროცესს. ჩვენი დაკვირვების ფარგლებში პროცესი გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, კომისიის წევრების მზადყოფნით და ამომრჩეველთა ინფორმირებულობის სათანადო დონით. ამასთან, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი დაკვირვება ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების სრულფასოვანი შეფასების საფუძველს არ წარმოადგენს. ასეთი ვიზიტების მთავარი ღირებულება არის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგის გაძლიერება საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის.“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, როსტისლავ კონიაშკინს შეხვდნენ. ცესკოს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილესთან ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიცაა სამთავრობო სერვისებსა და არჩევნებში სხვადასხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენება. ყაზახურმა მხარემ ცესკოს ხელმძღვანელ პირებს ამ კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

გარდა ამისა, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომლის ფარგლებშიც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მათ ასევე შეხვედრა გამართეს ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან, კონსულ თემურ ტარტარაშვილთან და საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი მესხელთან. 

საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში 23 აგვისტოს გაიმართა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა პროცესს მონიტორინგი 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 60-მდე დელეგატმა გაუწია.

ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, ყაზახეთში, პირველ საყოველთაო არჩევნებში ერთპალატიანი პარლამენტის 145 დეპუტატი პროპორციული სისტემის საფუძველზე აირჩიეს.

Post navigation

Previous: ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს და განმარტავს 2018 წელს საბანკო ვალების ჩამოწერის პოლიტიკას
Next: ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.