Skip to content
25/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ

მარშალ პრესი 25/08/2026
irakli kobakhidze10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტუდენტობას ულოცავს ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია.

„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ! თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.

განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია. სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ.

ვულოცავ და მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი ამაგი ჩადეს ამ წარმატებაში.
ნაყოფიერ, საინტერესო და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
Next: ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს და განმარტავს 2018 წელს საბანკო ვალების ჩამოწერის პოლიტიკას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.