Skip to content
25/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ – ლევან ჭოტორლიშვილი

მარშალ პრესი 25/08/2026
levan chotorlishvili

“ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი.”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა, ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი.

“მარტო საქართველოში არ ხდება ასე, მთელი მსოფლიო ეგრეა. ადამიანის ბუნება მაგ მხრივ უნივერსალურია.

ვინ არ გახდება კორუმპირებული თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ? განათლებული ინტელიგენტი ადამიანი დაბალი ვიტალურობით. პრობლემაა რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არათუ თავისი ნებით არ მიდის, დაძალებითაც ვერ აიძულებ.

ძალიან იშვიათად რომ ეს ორი პოლუსი დაემთხვეს. ვინ იყო ღარიბაშვილი მე მგონი ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ აქტიური ადამიანი სჭირდებოდათ, საქმის გამკეთებელი და ენდნენ. მან კი ეს ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა. ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება.

ენდობი ადამიანს, აძლევ შანსს. გიღალატებს და თავი ჭკვიანი გონია. სინამდვილეში დაბლა ეცემა, ვერ ხვდება ეგ არის მისი ტრაგედია, კანონზე უფრო მძიმე.

თვითოეულ ჩვენთაგანს ჰქონია ალბათ ეგეთი შემთხვევა ცხოვრებაში როდესაც ადამიანს ენდობი, არა იმიტომ რომ მასში დარწმუნებული ხარ. არამედ იმიტომ რომ შანსს აძლევ გახდეს უფრო კეთილშობილი. საკუთარ ბუნებაზე ამაღლდეს. გახსოვთ ალბათ ჰიუგოს “განკიცხულნი”, ჟან ვალჟანის და პასტორის სცენა. პირად ღალატს ჯანდაბას, აპატიებ. ქვეყნის ღალატს ვერ აპატიებ.”- წერს ჭოტორლიშვილი.

Post navigation

Previous: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.