Skip to content
24/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 24/08/2026
tamar bagrationi

SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.

პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს.

წელს გამართულ, რიგით VI სამიტში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონიც მონაწილეობს.

მისი შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.

„ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება – ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.

თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

Post navigation

Previous: კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა
Next: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.