Skip to content
23/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას შეეშვით – თამარ ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 23/08/2026
tamar chergoleishvili

სააკაშვილი „ახლის“ კოალიციას ურტყამს იმ ამოცანით, რომ იმავენაირად გააპარტახებს, როგორც 2019-2021 წლების განმავლობაში „ევსაქები“ გააპარტახა – დაღლის, გამოფიტავს, არაავთენტური სიმრავლის ილუზიით წააქცევს სათითაოდ და უკან შეირწყავს, ნაწილს მაინც, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ეს ხდება არა ბიძინა ივანიშვილზე გამარჯვებისთვის, არამედ ოპოზიციურ ველზე დაკარგული დომინაციის მოსაპოვებლად.

„ცხადია, ამაოდ იბრძვის – „ევსაქებისგან“ განსხვავებით, „ახლის“ კოალიციაში ცოტასთან აკავშირებს საერთო წარსული, ცოტა ჰყავს ჭიპლარით მიბმული და, მაქსიმუმ, იმას მიაღწიოს, რომ „ახლის“ კოალიცია დაშალოს, თავად ამ ავანტიურისგან ვერაფერს მიიღებს – არ არის პირობითი ბუტიკაშვილი, პირობითი ჭიაბერაშვილი და რო რამე, სახლში წავა, მიშასთან არ მივა.

მაგრამ ამის სათქმელად არ დამიწყია წერა. იმის სათქმელად დავიწყე, რომ შეეშვით, ხალხო, სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ. თქვენ გგონიათ, ეგ არგუმენტები არ იციან? მანიპულატორი ნარცისია სააკაშვილი! მისი გაღმერთების იძულებას ცდილობს, ფაქტებში გარკვევა კი არ აინტერესებს! არგუმენტებით მასთან საუბარი მის მოედანზე გადასვლაა! მაგასაც ეგ უნდა, რომ თავი გამართლებინოთ მის წინაშე და ამით საკუთარი დომინაციის განცდა შექმნას! ფერთხეთ-მეთქი (რიტორიკულად, ცხადია) პირდაპირ – ეგაა მის მავნებლურ ამოცანებში ხელის შეშლა და არა თავის მართლება და არგუმენტირებული მსჯელობა.

ჩემი თუ არ გჯერათ, მანიპულატორ ნარცისზე დაგუგლეთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Post navigation

Previous: დავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.