გურიის მხარეში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 30 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა 3 ვაკანსიაზე იქნება შესაძლებელი. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატი – 1 ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური – 1; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური – 1.
ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 5 ვაკანსია გამოცხადდება. ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახური – 2 ვაკანსია; მერიის ადმინისტრაცია – 1; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება –
2. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ერთი ვაკანსია გამოცხადდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილებაში.
ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 7 ვაკანსია გამოცხადდება. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური – 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ინსპექტირების სამსახური – 2; ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური – 1; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური – 1; შიდა აუდიტის სამსახური – 1. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ორი ვაკანსია გამოცხადდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში.
ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური – 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 1; ეკონომიკური განვითარების სამსახური – 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური – 1; მუნიციპალური შესყიდვების სამსახური – 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური – 1; სოციალური სამსახური – 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური – 1; ასევე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ორი ვაკანსია გამოცხადდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საოქმო და სამდივნო მომსახურების განყოფილებაში.
