ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე, გურიის მხარეში სახელწმიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. ჩატარდა ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2026“, სადაც გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა გარბენში გამოვლინდა. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ხოლო საღამო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული კონცერტით დასრულდა.
