Skip to content
20/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა – მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

მარშალ პრესი 20/08/2026
mamuka mdinaradze

“პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელშიც მამუკა მდინარაძეზე საუბრობს.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც კორუფციას ებრძვის, მსგავსი ბრალდებებისთვის მზად უნდა იყოს.

„ თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ.

როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე, უსაფუძვლო და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ჩვენ ისეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
Next: ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.