Skip to content
18/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

მარშალ პრესი 18/08/2026
unnamed

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან  მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. 

მან ასევე დეტალურად ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ  საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.   

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიას დაეთმო. ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი
Next: 18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.