Skip to content
18/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა – ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა – ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული

მარშალ პრესი 18/08/2026
irakli kobakhidze
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი. ამის ზოგადი რესურსი არსებობს. როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელმა აგენტებმა ამ პროცესის დაზიანება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით,  სახელმწიფოს აქვს მკაფიო პოლიტიკა აღნიშნული მიმართულებით.
„სახელმწიფოს აქვს მკაფიო პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით, მათ შორის მიღებული გვაქვს კანონმდებლობა, რომელსაც ეწოდება “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. წლების წინ დამტკიცდა ეს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ, მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და ა.შ. და იგივე ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ასევე ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული. თუმცა თქვენ ხედავთ გაჩაღებულ კამპანიას ამ ყველაფრის წინააღმდეგ. უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა – ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა – ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა
Next: ირაკლი კობახიძე – ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი – დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.