Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: შეფარდებულია სასჯელი და ეს სასჯელი, უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად, ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია

მარშალ პრესი 09/07/2022
ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს მოხდილი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილთან მიმართებაში არსებობს რისკები და ამიტომ, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს ინტერესი.

,,არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში – საზოგადოებრივად საშიში. ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ანუ ამის პოტენციალი არსებობს და ასეთ დროს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას. ამიტომ, არის ჩვენი პოზიცია პრინციპული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის პრობლემა, 2012 წელს ისე დაამარცხა არჩევნებით, შოკიდან ვერ გამოვიდნენ, რვა არჩევნები წააგეს და ყველაფერს ამ კაცს აბრალებენ
Next: ირაკლი კობახიძე: რაც არ უნდა გააკეთონ, ორი რაღაც სჭირდებათ – ხალხის მხარდაჭერა და მოშლილი გუნდი, არც ერთი აქვთ, არც მეორე. ჩვენი გუნდი არის მყარი და ერთიანი და ხალხის მხარდაჭერა, კიდევ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ჰქონდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.