Skip to content
17/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მივხვდი, რომ ასე არ გამოვა – ნიკა გვარამია

მარშალ პრესი 17/08/2026
nika gvaramia2

მივხვდი, რომ ასე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ასე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

აფხაზეთის ომის შესახებ საუბრისას, გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და ასევე, ჩააბარა ყარაბაღი. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.

„ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან მთავარი, რაც გააკეთა – მე ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რეფორმების მიმართულებით და ბევრი რამ ხდება ამ მხრივ სომხეთში და საერთაშორისო, ასე ვთქვათ უნარებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას, ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება. და ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც ძალიან რთული ამბავია. სინამდვილეში, ამას დეკადები სჭირდება, იმიტომ რომ ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში, ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში. მაგალითად, არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან. თქვა, რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთანო.

კი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ თურქეთთან პრობლემა თუ გვინდა რომ გვქონდეს, ეხატოს ეს არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ არ გვინდა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენ ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.

იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით. რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ ნუ მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიულო ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია ქართველებმა ვიდავოთ სომხებს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ

Post navigation

Previous: გულწრფელად ვნანობ იმ რამდენიმე გამოსვლას მოსკოვსა და პეტერბურგში – ნიკოლოზ რაჭველი
Next: ეს იყო შემთხვევა, როდესაც ნიკა გვარამია გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.