Skip to content
14/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ყარყარაშვილი გიორგი ბარამიძეს მიმართავს

მარშალ პრესი 14/08/2026
gia karkarashvili

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გიორგი ყარყარაშვილის მიმართვა გიორგი ბარამიძეს.

“ერთადერთი მიზეზი რის გამოც პოლემიკაში ჩავერთე იყო ის, რომ სრული სურათის არცოდნას სინამდვილე არ დაემახინჯებინა და არა ოცნებასთან ჩემი სიახლოვეზე რეაქცია. ან სად ნახა ეს სიახლოვე, სადმე რომელიმე აქტივობაში მივიღე მონაწილეობა, თუ რაიმე პრივილეგიით ვსარგებლობ?

1.2 მილიონ მოქალაქეს შორის ამომრჩევლობა, თუ არის სიახლოვე, მაშინ ოდესღაც მათთანაც მაკავშირებდა ასეთი სიახლოვე. მაგრამ 2005 წლიდან თავადვე მოახდინეს საზოგადოების პოლარიზება და მიუღებელ, არასასურველ პირად მაქციეს.

როდესაც ბოდიში მოიხადა, ჩავთვალე, რომ ჩემი მისია შევასრულე, და ამ აჟიოტაჟში მეტ ჩარევას არ ვაპირებდი. რადგან მე არ ვუერთდები ვეტერანთა ერთი ჯგუფის საჩივარს. სამწუხაროდ როცა შემდგომი განცხადებები ვნახე მივხვდი, რომ ვერაფერი მან ვერ გაიგო.

ამჯერად პირდაპირ მივმართავ.

გია, შენ არ იცი რა გრძნობაა ომში ძმის ან ოჯახის წევრის დაკარგვა და ტყულიად საუბრობ მათ მაგივრად. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ომში ძმა მომიკლეს. გავბოროტდი? გამიჩნდა შურისძიების და მტრობის განცდა? კითხე სხვებსაც ომში დაღუპული ოჯახის წევრებსაც, მათგან გსმენია სიძულვილისა და მტრობის განცდა? ამიტომაცაა რომ ჩემს წიგნში „სამშობლოს ამარა“, აფხაზებს ყველგან მოწინააღმდეგეებად მოვიხსენიებ და არა მტრებად. ვერ გრძნობ, რომ ეს უკვე სანახაობად გადაიქცა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნენი ტკბებიან. აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე. თქვი, რომ მართლა არ იცნობდი რეალობას ან წაიკითხე ჩემი წიგნი („სამშობლოს ამარა“). და თავადვე დარწმუნდები, რამდენი რამ არ გცოდნია ტყვეების აყვანისა და მათი გათავისუფლების შესახებ.”- წერს გიორგი ყარყარაშვილი.

Post navigation

Previous: 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
Next: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.