Skip to content
14/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა- რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები

მარშალ პრესი 14/08/2026
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სვამს რიტორიკულ შეკითხვას და მიუთითებს ორმაგ სტანდარტებზე საქართველოს მიმართ. ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, დანია, გერმანია, პოლონეთი და ჩეხეთი აძევებენ უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელებს. ქართველიშვილი სვამს შეკითხვას, რა რეაქციას გამოიწვევს „შიგევროპელების“ რიგებში, საქართველომაც ამგვარი გადაწყვეტილება რომ მიიღოს.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს სხვა არათანმიმდევრულ პოზიციებსაც, რასაც პრო-ევროპელები ქვეყანაში ავლენენ: „ა! ა, კიდო! ახლა კი რიტორიკული შეკითხვა: თქვენი აზრით, რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები. ანუ, საქართველოს მხრიდან ევროპელების გამოცდილების გაზიარება, რას გამოიწვევს შიგევროპელების რიგებში. და ბარემ მეორე რიტორიკულიც: შედის თუ არა კრემლის ინტერესებში, მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჯანსაღი კონტინგენტი რომ არ იღებს მონაწილეობას რუსეთის განადგურებაში და საქართველოში იმალება. და, ჯანდაბაც, მესამე და ბოლო: არიან თუ არა კრემლის ინტერესების გამტარებელი ისინი, ვინც საქართველოში ევროპის ამ გამოცდილების გაზიარებას აუჯანყდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
Next: თენგიზ შარმანაშვილი: კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.