Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

მარშალ პრესი 09/07/2022
მარტვილის მუნიციპალიტეტში

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია. სრულდება თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია და ტროტუარების მოწყობა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, სასტუმროს და მერიის შენობების ფასადებს.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

Post navigation

Previous: დაცვის პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფად დაარსებიდან 18 წელი აღნიშნა
Next: ოთარ შამუგია: ქართული მეღვინეობის დარგი მზადაა, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.